არჩილ გელოვანი და ოქსანა აკინშინა - ყველაზე მოდური წყვილი რუსეთში?

არჩილ გელოვანი და ოქსანა აკინშინა - ყველაზე მოდური წყვილი რუსეთში?

ჟურნალ HELLO!-ს რუსული გამოცემა 2013 წლის ყველაზე მოდურ წყვილს ირჩევს. რეიტინგში ქართველი პროდიუსერი არჩილ გელოვანი და მისი მეუღლე, ოქსანა აკინშინა მოხვდნენ. მათთან ერთად რუსეთში ყველაზე მოდური წყვილის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან კირილ საფანოვი და საშა საველევა, გალინა იუდაშკინა და რუსლან ფარხიევი და გალინა და სერგეი მაზაევები.

ამ დროისთვის ქართველი პროდიუსერი და მისი მეუღლე ლიდერები არიან. გამოკითხვა ჟურნალის ინტერნეტ გვერდზე და spletnik.ru-ზე მიმდინარეობს.

spletnik.ru-ზე ხმა უკვე 4000-მდე ადამიანმა მისცა. აქედან 1581-მა ინტერნეტ მომხმარებელმა ჩათვალა, რომ რუსეთში ყველაზე მოდური წყვილი სწორედ არჩილ გელოვანი და ოქსანა აკინშინა არიან.

როდის დასრულდება ხმის მიცემა, ჯერ უცნობია.

25 წლის ოქსანა აკინშინამ და 37 წლის არჩილ გელოვანმა ერთმანეთი ფილმის - "სიყვარული აქცენტით" გადაღებებზე გაიცნეს და მალევე იქორწინეს. წყვილს პირველი შვილი 15 იანვარს შეეძინა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება