13 წლის კულინარი გამოცდილ გურმანებს აოცებს

13 წლის კულინარი გამოცდილ გურმანებს აოცებს

13 წლის ტაკერ ფიში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული მეწარმე-კულინარია. ჯერ კიდევ 2011 წელს პატარა გენიოსი ორიგინალური საკვები პროდუქტის შექმნაზე მუშაობდა და ახლა მისი პირველი რეცეპტი - College Bound შექმნა.

ამ სიახლით არა მხოლოდ მოყვარული კულინარები, არამედ გამოცდილი და პროფესიონალი გურმანები დაინტერესდნენ. მისი კულინარული ნაშრომი მოიცავს შოკოლადს, მარმელადს, კრეკერს, ზღვის მარილს და ფქვილს. 

"ამ რეცეპტს College Bound დავარქვი, ვინაიდან სკოლის დასრულების შემდეგ ეკონომიკურ კოლეჯში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას", - განაცხადა ფიშმა მისი პროდუქტის ვიდეოპრეზენტაციისას.

მოგება, რომელსაც ახალგაზრდა მზარეულს მისი კერძი მოუტანს, მისსავე განათლებას მოხმარდება.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს