საავადმყოფოში ერთდროულად 4 წყვილი ტყუპი გაჩნდა

საავადმყოფოში ერთდროულად 4 წყვილი ტყუპი გაჩნდა

ჩრდილოეთ ისრაელში ერთ-ერთი ადგილობრივი კლინიკის პერსონალი ოთხი წყვილი ტყუპის დაბადების მოწმე გახდა. მშობლები სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის არიან.

დედები და ჩვილები თავს შესანიშნავად გრძნობენ, ხოლო საავადმყოფოს პერსონალი ოთხი ჯანმრთელი ტყუპის ერთ დღეს დაბადებას ბედნიერ ნიშანს უკავშირებს.

"ეს ძალიან სიმბოლური დღეა! ჩვენს საავადმყოფოში ნამდვილი სასწაული მოხდა. ოთხმა ქალმა - ქრისტიანმა, მუსულმანმა, დრუზმა (მუსლიმანური რელიგიური სექტის მიმდევარი არაბები) და იუდეველმა - ლამაზი და ჯანმრთელი ტყუპები გააჩინეს. მათ რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმშობიარეს, ამიტომ პერსონალი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა", - ყვება სასიხარულო ამბავს სამშობიაროს დირექტორი ბასელ ბარხუმი.

ქრისტიანსა და იუდეველს ტყუპი გოგონები შეეძინათ, დანარჩენებს კი ბიჭუნა და გოგონა.

კმაყოფილმა მედპერსონალმა დაუჯერებელი მოვლენა "მულტიკულტურულ ბეიბი-ბუმად" მონათლა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს