ვიქტორია ბექჰემი რუსულ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა

ვიქტორია ბექჰემი რუსულ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა

ლონდონში დაბრუნების შემდეგ ვიქტორია ბექჰემი რუსულ სოციალურ ქსელში ВКонтакте-ში დარეგისტრირდა. ამის შესახებ საზოგადოებას ვიქტორია ბექჰემმა "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის მეშვეობით აცნობა.

პირველი პუბლიკაცია რუსულ სოციალურ ქსელში ვიქტორია ბექჰემმა რუსულად გააკეთა. "მოგესალმებით  Вконтакте-ში! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს გვერდზე! X VB", - დაწერა დიზაინერმა სოც-ქსლეში.

ახალი ამბების განყოფილებაში დიზაინერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მუდმივად ათავსებს ვიქტორიას ფოტოებს, მისი ახალი კოლექციის ანონსებს, კოლექციის სურათებს და ბრენდთან დაკავშირებულ სხვა ახალ ამბებს.

ამ დროისთვის ВКонтакте-ში ვიქტორიას გვერდს მხოლოდ 190 ხელმომწერი ჰყავს. ეს საკმაოდ ცოტაა, ვინაიდან "ტვიტერსა" და "ფეისბუქზე" ვიქტორიას ოფიციალურ გვერდს თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება