ჰოლივუდში ქალები "უმცირესობაში" არიან

ჰოლივუდში ქალები "უმცირესობაში" არიან

2012 წლის ჰოლივუდის 250 ყველაზე შემოსავლიანი ფილმის რეჟისორების მხოლოდ 9% იყო ქალი, - აცხადებს "ქალები ტელევიზიასა და ფილმებში" შემსწავლელი ცენტრი.

თუმცა, მიუხედავად მწირი რაოდენობისა, ცენტრის კვლევის თანახმად, 2011 წელთან შედარებით ეს რაოდენობა მაინც 4%-ით არის გაზრდილი.

კვლევის შედეგებით, ქალები, საერთო ჯამში, რეჟისორების, აღმასრულებელი პროდიუსერების, სცენარისტების, კინოოპერატორებისა და მემონტაჟეების 18%-ს შეადგენდნენ.

ქალების უმრავლესობა კი დოკუმენტურ, ანიმაციურ და დრამატული ჟანრის ფილმზე მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელთან შედარებით, უმნიშვნელო მატება არის, "ოსკარის" "საუკეთესო რეჟისორის" ნომინაციაში არც ერთი ქალი რეჟისორი არ მოხვდა. თუმცა, ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი" დასახელდა ოსკაროსანი რეჟისორის კეტრინ ბიგელოუს Dark thirty ("მიზანი ნომერი ერთი").

მსგავს თემაზე ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც სანდენსის ინსტიტუტს ეკუთვნის, ქალების უმრავლესობა საკუთარ შესაძლებლობებს დამოუკიდებელი კინოს სექტორში ავლენს.

გასული წელს კანის ფესტივალის ორგანიზატორები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ, რადგან საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი 22-ივე ფილმის რეჟისორი კაცი იყო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება