იაპონიაში კურდღლების კუნძული არსებობს

იაპონიაში კურდღლების კუნძული არსებობს

იაპონიის კუნძული ოკუნოშიმა სავსეა პატარა კურდღლებით. ეს კუნძული ყოველ წელს ცხოველების მოყვარულ ათასობით ტურისტს მასპინძლობს. მხოლოდ ოკუნოშიმაზეა შესაძლებელი საკუთარი ხელით ასობით ფუმფულა ბაჭიის გამოკვება. კურღლები იმდენად მიჩვეულნი არიან ადამიანებს, რომ მათი უკვე აღარ ეშინიათ.

ოკუნოშიმას საკმაოდ ცუდი წარსული აქვს: 1929-1945 წლებში აქ 5 სახეობის ქიმიურ იარაღს ქმნიდნენ. რაიონი გასაიდუმლოებული იყო და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე არცერთ რუქაზე არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება აქ კურდღლების გაჩენას, რამდენიმე ვერსია არსებობს.

ერთ-ერთი ვერსიით, სხვადასხვა ქიმიურ იარაღს სწორედ უწყინარ ცხოველებზე ცდიდნენ, ხოლო ომის შემდეგ კურდღლები გაათავისუფლეს. მეორე ვერსიით, ბავშვებით დაკომპლექტებულმა ტურისტულმა ჯგუფმა აქ 1971 წელს 8 სახეობის კურდღლის ჯიში ჩამოიყვანა და დატოვა.

ახლა ოკუნოშიმაზე ასობით კურდღელი ბინადრობს. კუნძულის ფართობი სულ 2.5 კვადრატული კილომეტრია.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს