კიმ ბესინჯერი აქტიურ სამსახიობო კარიერას უბრუნდება

კიმ ბესინჯერი აქტიურ სამსახიობო კარიერას უბრუნდება

59 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი კიმ ბესინჯერი აქტიურ სამსახიობო კარიერას უბრუნდება.

პაპარაცებმა მსახიობი ნიუ ორლეანში შენიშნეს, სადაც ახალი ფილმის, "Grudge Match"-ის გადაღებები მიმდინარეობს. კიმს ფილმში პარტნიორობას ჰოლივუდის ვარსკვლავები, რობერტ დე ნირო და სილვესტერ სტალონე უწევენ. პაპარაცებმა განაცხადეს, რომ 59 წლის ბესინჯერი მწვანე ქურთუკსა და მოკლე შავ კაბაში ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა.

"მის დანახვაზე გამვლელი მამაკაცები შეშდებოდნენ. ბესინჯერს სათვალე ეკეთა, რათა არ შეენიშნათ, მაგრამ რთულია ასეთ ქალს გვერდით გულგრილმა ჩაუარო ", - ამბობენ პაპარაცები.

შეგახსენებთ, კიმის მეუღლე მსახიობი ალეკ ბოლდუინი იყო. წყვილს 17 წლის გოგონა აირლანდი ჰყავს. კიმი და ალეკი ერთმანეთს 7 წლიანი ქორწინების შემდეგ 2000 წელს დაშორდნენ. განქორწინებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ქალიშვილის მეურვეობასთან დაკავშირებით ომი ჰქონდათ გაჩაღებული. ჰოლივუდში 17 წლის აირლანდით უკვე დაინტერესდნენ.

მთელი ამ დროის განმავლობაში ბესინჯერი ჰოლივუდის აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდა, არ დადიოდა გლამურულ ღონისძიებებზე, არ სთავაზობდნენ სერიოზულ როლებს, უარს ამბობდა ინტერვიუებსა და ფოტოსესიებზე. ის ვეგეტარიანელია და გადასაღებ მოედანზე მუშაობის ნაცვლად, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება