ია ფარულავა პირველ საავტორო რადიოშოუში სააკაშვილთან ურთიერთობაზე ისაუბრებს

ია ფარულავა პირველ საავტორო რადიოშოუში სააკაშვილთან ურთიერთობაზე ისაუბრებს

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ამჯერად რადიოწამყვანის ამპლუაში მოსინჯავს ძალებს. ოთხშაბათობით რადიოეთერში საავტორო გადაცემა "ია ფარულავას რადიოშოუ" გავა. ფარულავას ახალ გადაცემას ინტერნეტსივრცეში უკვე მოჰყვა გამოხმაურება. მსახიობმა "ფეისბუკში" გადაცემის პირველი თემაც დააანონსა. მსახიობმა გადაწყვიტა პირველ გადაცემაში მისი და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე ისაუბროს: რა ურთიერთობა აქვს იას სააკაშვილთან? რატომ პასუხობდა გულგრილობით სკოლაში პრეზიდენტის გრძნობებს? უგვარებდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ია ფარულავას გამო ბიზნესმენ ფადი ასლის პრობლემებს? რატომ სტუმრობდა სააკაშვილი 2003 წლის წინარევოლუციურ პერიოდში მსახიობის ოჯახს? - ამ კითხვებს მსახიობი საკუთარ გადაცემაში გასცემს პასუხს.

- ქალბატონო ია, ვისგან მიიღეთ რადიოში მუშაობის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- "პირველ რადიოში", პროდიუსერ მათე კირვალიძესთან ერთ-ერთი სტუმრობისას მივიღე ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. კარგია, ეთერში რომ არ გამოვჩნდები, ამით მინდა დავამტკიცო, რომ ია ფარულავა არა მხოლოდ ლამაზი, ჭკვიანი და სამართლიანიცაა.

- "ფეისბუკში" წერთ, რომ პირველ გადაცემაში თქვენი და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ აგორებულ ჭორებზე ისაუბრებთ, ამას მართლა აპირებთ, თუ უბრალოდ ინტრიგაა?

- რატომაც არა, თუ ვინმეს დააინტერესებს ეს თემა, შეუძლია დამირეკოს პირდაპირ ეთერში და გულახდილად გავცემ პასუხს. დასამალი არაფერი მაქვს. ოღონდ ერთი პირობით: ამ თემაზე მხოლოდ ჩემს გადაცემაში ვისაუბრებ და არა სხვაგან!

ინტერვიუ: ია ფარულავა სკანდალური რადიოგადაცემისთვის ემზადება

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები