მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი

50 წლის ამანდა უორინგტონმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლის აწყობას 17 თვე მოანდომა. ფაზლი 24 000 ფრაგმენტისგან შედგება. ყველაზე რთული მისაღები ოთახის კედელზე ფაზლის ყველა ნაწილის სათითაოდ და თან სწორად მიკვრა იყო. სურათი 13 კგ-ს იწონის. მისი სიგრძე 4.5 მეტრია.

ამანდა ფაზლს საღამოობით, სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ აწყობდა. მისი თქმით, მეგობრები გაოცდნენ იმ მოთმინებით, რომელიც ქალმა ყველაზე დიდი თავსატეხის ამოხსნისას გამოიჩინა.

ამ მოთმინებისთვის ბრიტანელმა ქალმა დამსახურებული ჯილდო მიიღო - მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

ხლა მის მისაღებ ოთახში გიგანტური ნახატია განთავსებული. მასზე კოსმოსში, მიწაზე და წყალქვეშ არსებული ცხოვრებაა ასახული.

ამანდა თავისი ნაშრომით კმაყოფილია, თუმცა აცხადებს, რომ ფაზლის აწყობის პროცესი ძალიან ენატრება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს