შალვა რამიშვილი და ხატია ეკიზაშვილი ძველით ახალ წელს ლოპოტაზე შეხვდნენ

შალვა რამიშვილი და ხატია ეკიზაშვილი ძველით ახალ წელს ლოპოტაზე შეხვდნენ

ჟურნალისტ შალვა რამიშვილისა და ხატია ეკიზაშვილის სიყვარულის ამბავი უკვე ყველასთვის ცნობილია. წყვილი ურთიერთობას არც მალავს და ჯერჯერობით არც ადასტურებენ, რომ ერთად არიან. თუმცა სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად ვრცელდება შალვასა და ხატიას ერთად გადაღებული ფოტოები.

ძველით ახალ წელსაც წყვილი ლოპოტაზე ერთად შეხვდა. "ფეისბუქზე" მათი ლოპოტაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა. შალვა და ხატია ძველით ახალ წელს "შალვას დილის" პროდიუსერ გვანცა გორდეზიანსა და მის მეუღლესთან, მიშა აბაშიძესთან ერთად იყვნენ. ლოპოტაზე მათ რამდენიმე დღე დაყვეს და როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ძალიან კარგი დრო გაატარეს.

როგორც ჩანს, შალვა რამიშვილი უკვე მალე აპირებს მეორედ დაოჯახებას. ჭორების მოყვარულები ამბობენ, შალვას ყოფილ მეუღლეს, თეა აბაშმაძეს ასევე ჰყავს შეყვარებული და სავარაუდოდ, მალე ისიც შექმნის მეორედ ოჯახსო. აშკარაა, რომ შალვა და ხატია არ ნერვიულობენ იმის გამო, ხალხი რას იტყვის მათზე. ისინი ერთად კარგად არიან და შალვას ყოფილი მეუღლე თეაც ბედნიერია. ჭორიკნებს გასაკრიტიკებლად ალბათ უკვე სხვისი პირადი ცხოვრება აქვთ მოსაძებნი.

dj ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები