ვარშალომიძემ ახალ მთავრობას მანქანები წაართვა?!

ვარშალომიძემ ახალ მთავრობას მანქანები წაართვა?!

აჭარის მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს 2 ავტომანაქანა ემსახურება. "Lexus LX", რომელშიც ყოფილმა ხელისუფლებამ 88 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. ამ ავტომანქანას მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან რეგიონებში ვიზიტისას იყენებს, ხოლო ქალაქში "ჰიუნდაი გრენდორის" 2011 წლის გამოშვების ავტომანქანით დადის, რაც 55 ათასი ლარი დაუჯდა აჭარის ბიუჯეტს.

აჭარის მთავრობას 12 ავტომანქანა ემსახურება. მათი ფასი ჯამში 670 ათასი ლარია. ყოფილმა ხელისუფლებამ ოქტომბრის თვეში, არჩევნების შემდეგ მთავრობის აპარატის ბალანსზე რიცხული მანქანების ნაწილი მერიას, ნაწილი კი სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცა.

15 ოქტომბერს მთავრობის აპარატის უფროსის ბრძანებით "Toyota Hilux" ფირმის 3 ავტომანქანა, რომელთა საცალო ღირებულება 44 ათას ლარზე მეტია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა