"ფეისბუქი" ადამიანებს აუბედურებს?

"ფეისბუქი" ადამიანებს აუბედურებს?

სოციალური ქსელი "ფეისბუქი" ადამიანებს აიძულებს, თავი უბედურად იგრძნონ. ამის შესახებ ბელგიის გუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის და დარმშტადის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს.

მათი დასკვნის მიხედვით ადამიანები, რომლებიც სოც-ქსლეებში ცოტა დროს ატარებენ, თავს სხვებთან შედარებით უკეთ გრძნობენ.

დასკვნაში სახელად "შური Facebook-ზე: ფარული საფრთხე მომხმარებლებისთვის" აღნიშნულია, რომ ადამიანები, რომლებიც მათი მოგზაური ონლაინ-მეგობრების ფოტოებს ათვალიერებენ და მათ ბედნიერ სტატუსებს კითხულობენ, შურის გრძნობით ივსებიან და ცხოვრებით ვეღარ ტკბებიან.

გამოკითხვაში მონაწილეობა 400-მდე სტუდენტმა მიიღო. ყოველმა მესამემ აღიარა, რომ "ფეისბუქის" მომხმარებელთა გვერდების თვალიერებისას ხშირად ეუფლებათ შურის გრძნობა.

ანალიტიკოსები სოციალური ქსელის მომხმარებლებს "ფეისბუქზე" ნაკლები დროის გატარებისკენ მოუწოდებენ. მათივე აზრით, კარგი იქნება თუ მომხმარებლები მათი მეგობრების ბედნიერ სტატუსებსა და ფოტოებს დაბლოკავენ. ამასთან, მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის "ფეისბუქის" პოპულარობას.

იხილეთ ასევე: ფსიქოლოგები Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულების ამოშლას გვირჩევენ

მომზადებულია Los Angeles Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს