"სტიქიით დაზარალებულთა აქციების ორგანიზატორი გუბერნატორის მოადგილეა" - არჩილ ჯორჯაძე

"სტიქიით დაზარალებულთა აქციების ორგანიზატორი გუბერნატორის მოადგილეა" - არჩილ ჯორჯაძე

პარტია "საქართველოს გზის" თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ ჯორჯაძის განცხადებით, კახეთში სტიქიით დაზარალებულები საპროტესტო აქციებს კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით მართავენ.

"მოქალაქეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები და შეიჭრნენ გამგეობის შენობაში. მაქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ ამ აქციების ორგანიზატორი კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აპარატის უფროსის და გამგებლის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან და კერძოდ კი ბოტკოველთან ერთად ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაშინებასა და მათი უფლებების შეზღუდვაში. მივმართავ თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, რომ ყურადღებით შეისწავლოს და გადახედოს საკადრო პოლიტიკას. ასევე, მივმართავ გუბერნატორის მოადგილეს, რომ ახლა მაინც იმოქმედოს სამართლებრივ ჩარჩოებში და შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები", - აცხადებს ჯორჯაძე.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა