მარიკა ვერულაშვილს უჩივიან

მარიკა ვერულაშვილს უჩივიან

საიქვაძეების ოჯახი მარიკა ვერულაშვილს უჩივის. სოფელ კუჭატანში მცხოვრები საიქვაძეები ამბობენ, რომ ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო არჩევნების წინ, ხმების სანაცვლოდ ოპერაციის დაფინანსებას დაპირდა. ვერულაშვილმა ავადმყოფი გორის ჰოსპიტალში საკუთარი სახსრებით წაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას შემდეგ ვერულაშვილი აღარ გამოჩენილა. ამჟამად გორის ჰოსპიტალი საიქვაძეებს 11 ათასი ლარის გადახდას სთხოვს.

ვაჟა საიქვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ვერულაშვილმა მისი შვილის, კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკური კავშირის შესახებ შეიტყო, დაპირებული თანხა აღარ გადაიხადა.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა