რა მიზნით ”მიუტანა ენა” დავით დარჩიამ ივანიშვილს?

რა მიზნით ”მიუტანა ენა” დავით დარჩიამ ივანიშვილს?

ბიძინა ივანიშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებამ ოზურგეთის საზოგადოებაში აფორიაქება და აჟიოტაჟი გამოიწვია. ოზურგეთელი დავით დარჩიას მიერ პრემიერ-მინისტრთან ჩატანილ ინფორმაციას, სავარაუდოდ, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ზაზა პეტრიაშვილის სავარძელი შეეწირა. როგორც ცნობილია, დავით დარჩია ბიძინა ივანიშვილის სტუდენტობის მეგობარია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულის წევრი ლელა ნაცვალაძე აცხადებს, რომ დარჩიამ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის საქმის გადასაფარავად გააკეთა ეს ყველაფერი. ნაცვალაძე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება, ერთი და ორი ადამიანის ახირებას გადაყვნენ ადამიანები და ამან გამოიწვიოს იმედგაცრუება ხალხში.

"საინტერესოა, დავით დარჩიამ ის ინფორმაცია თუ ჩაუტანა ბიძინა ივანიშვილს, რომ დავით დარჩიას რჩეული, ფავორიტი, მისი ხელით დასმული კოტე შარაშენიძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელია, სჩადის კრიმინალს, რომლის გამოძიებაც ჩაიფარება უკვე, ამ ინფორმაციას თუ აწვდის დავით დარჩია ბატონ ბიძინა ივანიშვილს?" - ამბობს ლელა ნაცვალაძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა