მილა კუნისს "ნაცრისფერის 50 ჩრდილში" თამაში უნდა

მილა კუნისს "ნაცრისფერის 50 ჩრდილში" თამაში უნდა

მილა კუნისი "მის წინააღმდეგობაა". მავანისთვის ის მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალია, ხოლო სხვათათვის ყველაზე ფეთხუმი ვარსკვლავი. ის ერთნაირად ართმევს თავს სექსუალური ქალის და მხიარული სკოლის მოსწავლის როლს.

შესაძლოა სწორედ ამიტომ, კუნისი იდეალურად შეეფერება ეროტიკული ბესტსელერის "ნაცრისფერის 50 ჩრდილის" ეკრანიზაციაში ანასტასიას როლს.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ დიდი სიამოვნებით განასახიერებდა გულუბრყვილო სტუდენტ ანასტასიას, რომელიც მდიდარი და სადო-მაზოხიზმით შეპყრობილი კრისტიან გრეითაა მოხიბლული.

"ზოგჯერ ხომ ძალიან გინდა რაღაც ახალი და მხიარული მოსინჯო, რაც დანამდვილებით იცი, რომ მოგეწონება", - განაცხადა მილა კუნისმა.

შესაძლოა მილამ როლს მართლაც გამოკრას ხელი, თუმცა ამ ცნობილი რომანის ეკრანიზაციაში მონაწილეობის მისაღებად უმა თურმანი და კიმ კეტროლიც იბრძვიან. ფილმში მონაწილეობა შესთავაზეს კირა ნაითლსაც, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა.

"ეს იქნება მოურიდებელი ფილმი" - განაცხადა სცენარისტმა კელი მარსელმა, რომელიც ახლა წიგნის ადაპტაციაზე მუშაობს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება