დარიალის ხეობაში გიგანტური ჰესები "თი ბი სი ბანკიდან" აღებული კრედიტით შენდება

დარიალის ხეობაში გიგანტური ჰესები "თი ბი სი ბანკიდან" აღებული კრედიტით შენდება

კომპანია "ენერგიას", რომელიც შპს "ფერთან" ერთად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში "ლარსი ჰესს" აშენებს, "თი ბი სი ბანკიდან" კრედიტის სახით 30 მილიონი აშშ დოლარი აქვს აღებული. კომპანიას სესხის უზრუნველსაყოფად ბანკში მშენებარე "ლარსის ჰესის" დანადგარები აქვს ჩადებული.

"თი ბი სი" ბანკსა და მოგირავნე მხარეს შორის გაფორმებულ სანოტარო აქტში მითითებულია, რომ გირავნობის ხელშეკრულება გაფორმებულია  "თი ბი სი ბანკის" წარმომადგენელს, ლევან ზოდელავას და შპს "ენერგიას" დირექტორს გაიოზ უგრელიძეს, შპს "ფერის" გენერალურ დირექტორ იოსებ მჭედლიშვილსა და მევლუდ ბლიაძის წარმომადგენელ დავით ურგელიძეს შორის.

ხელშეკრულება 2012 წლის 19 ივლისს არის გაფორმებული. მოგირავნეებს მშენებარე "ლარსი ჰესის" გარდა, ბანკში საკუთარი კომპანიების წილებიც აქვთ ჩადებული. სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული "ლარსი ჰესის" მშენებლობა 20 მილიონი ლარი ჯდება. მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა 2013 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

ჰესების მშენებლობას გარემოსდამცველები ეწინააღმდეგებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესების მშენებლობა ყაზბეგის უნიკალურ ეკოსისტემაზე უარყოფითად იმოქმედებს.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა