"იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ "ნაციონალები 2" მოსულიყვნენ სათავეში"

"იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ "ნაციონალები 2" მოსულიყვნენ სათავეში"

რაიონებში ახლადდანიშნული გამგებლების კანდიდატურების წინააღმდეგ გამოხატური პროტესტის შემდეგ, ხალხი უკვე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიის რაიონული ოფისების თავმჯდომარეების კანდიდატურებს აპროტესტებენ. წყალტუბოში უკვე დაიწყო ფუნქციონირება პარტიის ოფისმა. "ოცნების" აქტივისტებს თავიანთი კანდიდატურა ჯეირან ლიპარტელიანი ჰყავთ, თუმცა, პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის ძმა, ლაშა ნარჩემაშვილი მოიაზრება. მოსახლეობა არ აპირებს მისი პარტიის თავმჯდომარედ მიღებას და სთხოვს ბიძინა ივანიშვილს პირადად გააკონტროლოს რაიონებში პარტიის დაფუძნების პროცესი, ისინი ითხოვენ თავად მიიღონ გადაწყვეტილება და მათთვის სასურველი კანდიდატურა დაინიშნოს "ქართული ოცნების" რაიონულ ლიდერად.

"ჩვენ არ შევეგუებით, რომ ისევ "ზევიდან" იმართებოდეს პროცესები და ვიღაც-ვიღაცეები წყვეტდნენ, როგორც ადრე, ცალკეული რაიონების და ადამიანების ბედს. კრება უნდა ჩატარებულიყო 25-ში, 2 საათზე და რატომ გადაიდო, ვისი მითითებით არ დაბრუნდა ლიპარტელიანი მანდატებთან ერთად და საერთოდ, ვინ დანიშნა ნარჩემაშვილი თავმჯდომარედ, უცნობია. ამისთვის არ გვიბრძოლია, რომ "ნაციონალები 2" მოსულიყვნენ სათავეში და ისევ მათ ემართათ ყველაფერი. არაფრით არ შევეგუებით ამ სიტუაციას და ვთხოვთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩაერიოს ამ პროცესებში, სანამ ისევ უმართავი გახდება ყველაფერი",- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი გორდეზიანი.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა