რატომ არ განიხილეს ოზურგეთის გამგებლის საქმე პოლიტსაბჭოზე

რატომ არ განიხილეს ოზურგეთის გამგებლის საქმე პოლიტსაბჭოზე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კოტე შარაშენიძისა და "ქართული ოცნების" წევრის ნესტორ რამიშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კოტე შრაშენიძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იარაღის ტარი ჩაარტყა თავში ნესტორ რამიშვილს და თავი გაუტეხა. ამ შეტყობინების საფუძველზე საქმე აღიძრა და მოწმეებიც დაიკითხნენ.

პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს " თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა, რომ კოტე შარაშენიძის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებდა.

პოლიტსაბჭოს სხდომა გუშინ ჩატარდა. მოხდა თუ არა დაანონსებული საკითხის განხილვა და რა გადაწყვეტილება მიიღეს ამ საკითხზე, "გურია ნიუსი" მანანა კომახიძეს დაუკავშირდა. კომახიძემ განმარტა, რომ შარაშენიძეზე გამოძიება სისხლის სამართლის წესით არ წარმართულა და საქმე დაიხურა.

"ოზურგეთის თემა საერთოდ ვერ განვიხილეთ, არის უამრავი სხვა პრობლემა. ჩვენ ვნახეთ კოტე შარაშენიძე, გავესაუბრეთ, მოვისმინეთ ახსნა-განმარტება, მაგრამ პარტიაში მის მიმართ რაიმე დისციპლინური ზომა არ მიგვიღია, იმიტომ რომ, როგორც ვიცი, სამართალდამცველების მიერ არც საქმე აღძრულა, არც დანაშაული დადგენილა რაიმე, ამიტომ მე არ მაქვს უფლება, ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, შესაბამისად, ვერ გადავცდებოდით იმ ზღვარს, რაც თვითონ სამართალდამცავებმა დაადგინეს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა