სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხები მოსახლეობის უკითხავად დაიხარჯა?!

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხები მოსახლეობის უკითხავად დაიხარჯა?!

აბაშის მოსახლეობის ნაწილი ამტკიცებს, რომ რაიონში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ, თუმცა, რეალურად ისინი არავის უნახავს. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ფინანსური პოლიციის ამ ჯგუფმა არა ერთი დარღვევა აღმოაჩინა და შედეგებიც მალე დაიდება. იქამდე კი "გურია ნიუსმა" სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და სოფელ ონტოფოს მოსახლეობას გაესაუბრა.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რა უნდა გაკეთებულიყო სოფელში, მოსახლეობისთვის არავის უკითხავს. არაფერი დატყობია არც სოფელს და არც მოსახლეობას ამ მხარდაჭერით. გაითხარა დაახლოებით 300 მეტრი არხი, მეტი არაფერი გაკეთებულა, სად წავიდა ამ პროგრამით გამოყოფილი თანხა? რაზე იხარჯება ეს ფული, ჩვენც ხომ უნდა ვიცოდეთ? მერე სტადიონი შემოღობეს, არც ის ვიცით, რამდენი იყო ამ სამუშაოსთვის გამოყოფილი და არც ის, თუ რამდენი დაიხარჯა. სოფელი ყრუა ამ საქმეში - არც აზრს გვეკითხებიან და არც საქმის კურსში გვაყენებენ", - ამბობს სოფელ ონტოფოს მკვიდრი როლანდ ნადარეიშვილი.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა