ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსის დიეტის გამო საავადმყოფოში მოხვდა

ეშტონ კატჩერი სტივ ჯობსის დიეტის გამო საავადმყოფოში მოხვდა

ცნობილ მსახიობს ეშტონ კატჩერს ახალი როლის შესრულება ძვირად დაუჯდა. ვარსკვლავი სტივ ჯობსის როლისთვის ემზადებოდა, ამიტომ დიეტა დაიცვა და შედეგად, საავადმყოფოშიც მოხვდა. ინციდენტი ფილმის გადაღებების დაწყებამდე მოხდა.

ეშტონმა სტივ ჯობსის ასობით ინტერვიუს გადაავლო თვალი და გადაწყვიტა, მისი ხილის დიეტა მოესინჯა, რათა გმირის ხასიათი უკეთ გაეგო. დიეტის მიხედვით, ეშტონ კატჩერი მხოლოდ ხილით, თხილით და მარცვლეულით იკვებებოდა. მსახიობმა რაციონიდან მთლიანად ამოიღო ხორცი და ბოსტნეული.

"საავადმყოფოში გადაღებების დაწყებამდე ორი დღით ადრე მოვხვდი. სტკივილისგან ვიკლაკნებოდი, ხოლო ჩემი კუჭი საშინელ მდგომარეობაში იყო. ძალიან შემეშინდა", - განაცხადა მსახიობმა.

თუმცა ვარსკვლავის თქმით, ფილმი ამად ღირდა.

"ეს არის ფილმი პიროვნებაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და მისი ისტორია ახლაც აღელვებს ხალხს. სწორედ ამიტომ ძალიან მაინტერესებს მაყურებლის აზრი. ეს ცოტათი მაშინებს კიდეც", - განაცხადა ეშტონ კატჩერმა.

ფილმი "ჯობსის" პრემიერა გუშინ გაიმართა. სურათი apple-ს დამაარსებლის სტივ ჯობსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ეშტონ კატჩერი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. კომპანიის ყოფილი დირექტორი გასულ წელს სიმსივნის დიაგნოზით 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება