ჰონგკონგის მჭიდრო არქიტექტურა

ჰონგკონგის მჭიდრო არქიტექტურა

ჰონგკონგში მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსებია.

ისტორიული, პოლიტიკური და გეოგრაფიული პირობების გამო აქ მიწის 23.7%-ია გამოყენებული და საცხოვრებელ კორპუსებს ტერიტორიის მხოლოდ 6.8% ეთმობა. შესაბამისად, ჰონგკონგი მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 6 400 ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქში მცხოვრები 7 მილიონ მოსახლიდან დიდი ნაწილი ცათამბჯენებში ცხოვრობს. ქალაქში დაახლოებით 6588 ცათამბჯენი საცხოვრებელი კორპუსია. ჰონგკონგის საცხოვრებელ უბნებს ხშირად სტუმრობენ ცნობისმოყვარე ფოტოგრაფები და ტურისტები, რომლებიც გაოცებულნი უყურებენ გიგანტურ კორპუსებს.

გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელიც გერმანელმა ფოტოგრაფმა მიშელ ვოლფმა სერიაში - "მჭიდრო არქიტექტურა" გააერთიანა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს