კაცი 29 მგელთან ერთად ცხოვრობს

კაცი 29 მგელთან ერთად ცხოვრობს

79 წლის გერმანელი, ყოფილი პარაშუტისტი-მედესანტე ვერნერ ფრეუდი 29 მგელთან ერთად ცხოვრობს.

გერმანიის ქალაქ მერციგში მცხოვრები მამაკაცი 40 წელია მგლებზე ზრუნავს. ყველაზე საზარელი სანახავი მგლების გამოკვების პროცესია. ვერნერი თავად უნაწილებს ცხოველებს ხორცის ნაჭრებს და ყველა მგელი მზრუნველ პატრონს ემორჩილება. მამაკაცი მიწაზე მგლებისთვის საკმარის ხორცს დებს, შემდეგ ხორცს პირით გლეჯს და თითის დაქნევით ცხოველს მასთან მისვლის უფლებას აძლევს. მშიერი მგელი ნელი ნაბიჯებით უახლოვდება პატრონს და მისი ნებართვის შემდეგ ჭამს.

მან მგლების ნაკრძალი 1972 წელს შექმნა და 40 წლის განმავლობაში 70-ზე მეტი ცხოველი გამოზარდა. მგლები მას თავს არასდროს დასხმიან და ვერნერთან თამაში ახარებთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს