ნიდერლანდების დედოფალმა ტახტზე უარი თქვა

ნიდერლანდების დედოფალმა ტახტზე უარი თქვა

გუშინ ჰოლანდიის მოქალაქეები ადგილობრივი დროით 19:00-სთ-ზე ტელევიზორებს მიეჯაჭვნენ. ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ტახტზე უარი თქვა. დედოფალმა ქვეყნის მართვა შვილს, პრინც ვილემ-ალექსანდრეს გადასცა.

დედოფალმა ბეატრიქსმა, რომელიც ჰოლანდიაში უკვე 33 წელია მეფობს, განაცხადა, რომ ტახტიდან გადადგომაზე უკვე რამდენიმე წელია ფიქრობს. მიმართვაში მან აღნიშნა, რომ მართვის სადავეები ახლა "ახალგაზრდა თაობამ" უნდა აიღოს და დასძინა, რომ მისი შვილი მზადაა მეფე გახდეს.

ბეატრიქსს 31 იანვარს 75 წელი შეუსრულდება. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანშიშესული მოქმედი მონარქია.

ტახტიდან მისი გადადგომა ნიდერლანდებში თითქმის ასწლოვან ქალთა მმართველობას დაასრულებს, ხოლო ვილემ-ალექსანდრე, რომელიც 45 წლისაა, ვილემ III-ის შემდეგ პირველი მეფე გახდება. (ვილემ III 1890 წელს გარდაიცვალა).

დედოფალი ბეატრიქსი შვილს გვირგვინს 2013 წლის 30 აპრილს გადასცემს. ნიდერლანდების ახალი მეფე არგენტინელ მაქსიმე სორეგიეტეზეა დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა