პირველად VOGUE-ს ისტორიაში, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მამაკაცია

პირველად VOGUE-ს ისტორიაში, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მამაკაცია

VOGUE-ს 120 წლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს პირველად ჟურნალის მთავარი რედაქტორი მამაკაცი გახდა. დღემდე ჟურნალის editor-in-chief-ის პოსტს მხოლოდ "რკინის ქალები" იკავებდნენ, რომელთა ხასიათს, იმიჯსა და თანამშრომლებისადმი დამოკიდებულებას ფილმი "ეშმაკი ატარებს Prada-ს" მიეძღვნა.

ჟურნალის ტაილანდურ გამოცემას 46 წლის კულავიტა ლაოსუკსრი ხელმძღვანელობს. ეს ჟურნალის რიგით 21-ე საერთაშორისო გამოცემაა, რომლის პირველი ნომერი 2013 წლის თებერვალს გამოვა.

ლაოსუკსრის დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ნომერი მთლიანად გაიყიდა, თუმცა მისი დებიუტის ასეთმა წამრატებამ VOGUE-ს მამაკაც რედაქტორს თავბრუ არ დაახვია.

"გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ნომრები კიდევ უკეთესი იქნება!" - განაცხადა კულავიტა ლაოსუკსრიმ.

პირველი ტაილანდური "ვოგის" გარეკანისთვის ლაოსუკსრიმ ტრადიციული ტაილანდური თავსაბურავი გამოიყენა, რომლის დამზადება ფილიპ ტრეისის დაავალა.

"ბიუჯეტის მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვართ ჩვენი საგამომცემლო სახლის ჟურნალთა საერთაშორისო ოჯახში. ამის გამო კიდევ უამრავი რამის დამტკიცება მოგვიწევს", - განაცხადა "ვოგის" მამაკაცმა რედაქტორმა.

რაც შეეხება VOGUE-ს სხვა ქვეყნების გამოცემებს, მათი მთავარი რედაქტორების სახელები უკვე ყველასთვის ცნობილია: ამერიკულ ვერსიას ლეგენდარული ანა ვინტური უძღვება, ინგლისური VOGUE-ს სათავეში ალექსანდრა შულმანი დგას, იტალიაში ჟურნალს ფრანკა სოცინი კურირებს, ხოლო ფრანგული ვერსია ემანუელ ალტს აბარია.

მოდის მეთვალყურეთა განსაკუთრებული ყურადღება იაპონურ VOGUE-ს ეთმობა. იაპონიაში ჟურნალის მთავარი რედაქტორი წარმოშობით იტალიელი ანა დელო რუსოა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება