გოგი თოფაძის "იორის ჭალებში" ბრაკონიერი დააკავეს

გოგი თოფაძის "იორის ჭალებში" ბრაკონიერი დააკავეს

სამონადირეო მეურნეობაში "იორის ჭალები", რომელიც კომპანია "ყაზბეგის" მფლობელს გოგი თოფაძეს ეკუთვნის, ბრაკონიერი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილს სოფელ კაკაბეთში პოლიციამ იმ დროს მიაგნო, როცა ის თავის საცხოვრებელ სახლში ნანადირევს ამუშავებდა.

"აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეურნეობაში ბრაკონიერი პოლიციამ ოპერატიულად დააკავა. უკანონო ნადირობისა და თევზჭერის არაერთი შემთხვევა მომხდარა მეურნეობაში, თუმცა პირველადაა, როდესაც ბრაკონიერი ასე სწრაფად გამოვლინდა. იმედია, ეს ფაქტი ჭკუის სასწავლებელი გახდება ბრაკონიერებისთვის" - განაცხადა სამონადირეო მეურნეობის მენეჯერმა ვაჟა ავაქიშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა