3 მილიონიანი შემოწირულობა და თელავის თეატრის გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია

3 მილიონიანი შემოწირულობა და თელავის თეატრის გაუმჭვირვალე რეაბილიტაცია

სამშენებლო კომპანია "ინსის" ხელმძღვანელი, იოსებ ამბოკაძე ადასტურებს, რომ თელავის თეატრის რეაბილიტაციისთვის საკუთარი ფული, 3 მილიონზე მეტი დახარჯა და შემოწირულობის მიზეზად დაჩქარებულ სამუშაოები დაასახელა. როგორც სამშენებლო კომპანია "ინსში" აცხადებენ, დღეისთვის სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული, რომლის დასრულების ვადა მარტში იწურება. თეატრის რეაბილიტაცია, სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩქარი ტემპით წარიმართა, რამაც კონკრეტულ სამშენებლო კომპანიას 3 მილიონზე მეტი ზარალი მიაყენა.

"თელავის თეატრი ჩემი კომპანიის გაკეთებულია, რაზედაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა. თავად თეატრზე საკუთარი ფული 3 მილიონი დავხარჯე, იმიტომ, რომ სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო 5 სექტემბრამდე. გარდა ამისა, 760 ათას ლარიანი ეკრანი მაყიდინეს, რომ მეჩუქებინა თელაველებისთვის. არ ვიცი, ვის რისი გაკეთება სურდა თეატრში, მაგრამ მაქვს პროექტი, რომელიც ახლა წარვადგინეთ თელავის ახალ გამგებელთან - ზურაბ ყურაშვილთან. უნდა გადაწყდეს, საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს", - ამბობს იოსებ ამბოკაძე.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა