კეტი ჰოლმსმა ჰოლივუდი იურისტობაზე გაცვალა

კეტი ჰოლმსმა ჰოლივუდი იურისტობაზე გაცვალა

კეტი ჰოლმსი სამსახიობო კარიერას იურისტობაზე ცვლის. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა უკვე ჩააბარა იურიდიულ სკოლაში.

როგორც კეტის ერთ-ერთმა მეგობარმა National Enquirer-ს განუცხადა, ვარსკვლავი თვლის, რომ მსახიობობა დამღლელი და ჯანმრთელობისთვის საზიანო საქმიანობაა. გარდა ამისა, კეტის სურს, რომ მის 6 წლის შვილს, სური კრუზს კარგი მაგალითი მისცეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც 34 წლის კეტის პროფესიის შეცვლა მოუნდა. 1990-იან წლებში მსახიობმა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტსაც მიმართა.

ჰოლმსი უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა ამავე პერიოდში მას ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მთავარი როლი შესთავაზეს და მაშინ კეტიმ არჩევანი მსახიობობის სასარგებლოდ გააკეთა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება