უიტნი ჰიუსტონი ნარკოტიკებს ძმამ დააჩვია

უიტნი ჰიუსტონი ნარკოტიკებს ძმამ დააჩვია

მომღერალ უიტნი ჰიუსტონის ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ოჯახის წევრები და მისი თაყვანისმცემლები ვარსკვლავის ყოფილ მეუღლეს, მომღერალ ბობი ბრაუნს აბრალებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ საქმეში დამნაშავე მისი ძმაა.

სენსაციური განცხადება ვარსკვლავის ძმამ, მაიკლმა ოპრა უინფრის შოუში გააკეთა. მოულოდნელმა აღიარებამ თავად ტელეწამყვანიც კი გააოცა. შოუში მაიკლთან ერთად მომღერლის დედა, სისი ჰიუსტონიც იმყოფებოდა. მომღერლის ოჯახის წევრები გარდაცვლილ ვარსკვლავს იხსენებდნენ, როდესაც მაიკლმა განაცხადა, რომ უიტნის ნარკოტიკები მან გაასინჯა.

"ეს თემა ძალიან მტკივნეულია. დიახ, უიტნის ნარკოტიკები მე გავასინჯე.  უნდა გააცნობიეროთ, რომ 80-იან წლებში ნარკოტიკი დასაშვები იყო. იმ ეპოქაში გასართობ ინდუსტრიაში კოკაინი ცუდ საქმესთან არ ასოცირდებოდა. დღეს სხვანაირად აღიქმება, ჩვენ არ ვიცოდით. მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას ვაგრძელებ, მაგრამ არ ვცოცხლობ. ის ჩემი პატარა იყო", - განაცხადა ვარსკვლავის ძმამ.

შეგახსენებთ, 48 წლის მომღერალი 11 თებერვალს სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" სააბაზანოში გარდაიცვალა. იგი ნიუ-ჯერსიში, მშობლიურ ქალაქ ნიუარკში დაკრძალეს.

მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება