ალინა კაბაევა პუტინისგან მეორე შვილის შეძენის ხმებს ეხმაურება

ალინა კაბაევა პუტინისგან მეორე შვილის შეძენის ხმებს ეხმაურება

ცოტა ხნის წინ ამერკულმა გამოცემა New York Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილმა რუსმა ტანმოვარჯიშემ და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალინა კაბაევამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მეორე შვილი გააჩინა. თავად სპორტსმენს სიახლესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ინფორმაცია მაშინვე უამრავმა ბეჭდურმა, თუ ინტერნეტ-გამოცემამ აიტაცა, რამაც კაბაევას აიძულა ოფიციალური განმარტება გაეკეთებინა. სპორტსმენის პრეს-მდივანმა ელენა ოვჩინიკოვამ განაცხადა, რომ ალინას დღემდე არ ჰყავს შვილი, არც გოგო და არც ბიჭი.

"მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ალინა კაბაევას შვილები არ ჰყავს. არც ქალიშვილი და არც ვაჟი", - განუცხადა ოვჩინიკოვამ გაზეთ METRO-ს.

ალინა კაბაევა 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია, 2000 წელს კი სიდნეის XXVII ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ასევე ორგზის მსოფლიო, ხუთგზის ევროპის და ექვსგზის რუსეთის ჩემპიონია. ამჟამად სპორტსმენი არა მხოლოდ დუმაში მუშაობით, არამედ საკუთარი საქველმოქმედო ფონდის პროექტებით არის დაკავებული.

"რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს, რომელსაც მრავალი ადამიანი ოლიმპიური ჩემპიონის, ალინა კაბაევას სამი წლის ვაჟის მამად მიიჩნევს, ახლა მისი გოგონას მამობასაც მიაწერენ", - წერდა New York Post-ი.

გაზეთის ინფორმაციით, ალინამ გოგონა 2012 წლის ნოემბერში გააჩინა, რის შემდეგაც პუტინმა ისინი სოჭში მდებარე საზაფხულო რეზიდენციაში დააბინავა.

ამერიკული გამოცემა ასევე წერდა, რომ პრეზიდენტის მეუღლე ლუდმილა პუტინა ბოლოს საზოგადოების წინაშე მეუღლის ინაუგურაციაზე გამოჩნდა, რომელიც შარშან გაიმართა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა