პოლ უესლი: "ძალიან ბევრი რამის გადატანა მომიხდა ბავშვობაში"

პოლ უესლი: "ძალიან ბევრი რამის გადატანა მომიხდა ბავშვობაში"

ცნობილი მსახიობი, პოლ უესლი, რომელიც პოპულარული "ვამპირის დღიურებით" გახდა, გავლენიანი გამოცემა August Man-ის იანვრის ნომრის მთავარი გმირია. პოლმა ჟურნალის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და რედაქციას ინტერვიუც მისცა, რომელშიც წარსულზე და მომავალ პროექტებზე ისაუბრა.

სკოლის წლებისა  და გადაღებების შესახებ:

"ეს საკმაოდ რთული, თუმცა ამავდროულად ნაყოფიერი პერიოდი იყო. საკმაოდ ბევრის გადატანა მომიხდა ბავშვობაში. სკოლაში გამუდმებით მეჩხუბებოდნენ ცუდი ნიშნების გამო", - იხსენებს მსახიობი.

საოცნებო როლის შესახებ:

"ყოველთვის, როცა კარგ სცენარს ვკითხულობ, მაშინვე მიყვარდება მთავარი გმირი და მინდა, რომ განვასახიერო. არა მგონია, რომ არსებობს ერთი რომელიმე კონკრეტული როლი, რომლის თამაშიც ყველაზე მეტად მინდა".

მომავალი პროექტების შესახებ:

"ახლა ერთდროულად ორ პროექტში ვმონაწილეობ. გადაღებების გამო დატვირთული გრაფიკი მაქვს. ამასთან, ამ ფილმების პროდიუსერიც ვარ. ძალიან მინდა სარეჟისორო კარიერაც მქონდეს", - აცხადებს ვარსკვლავი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია August Man malaysia -ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება