ბრეივიკი ჩივის, რომ საკანში მარტოა

ბრეივიკი ჩივის, რომ საკანში მარტოა

ანდერს ბრეივიკი, რომელიც სასჯელს მასობრივი მკვლელობისთვის იხდის, ციხის აუტანელი პირობების გამო ჩივის. ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის და ციხის უფროსის წინააღმდეგ საჩივარს უახლოეს მომავალში პოლიცია განიხილავს.

ბრეივიკის ადვოკატის თქმით, პატიმარი თვლის, რომ ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახორციელებს, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. კერძოდ, ბრეივიკი ჩივის, რომ უკვე ნახევარი წელია, სხვა პატიმრებისგან სრულ იზოლაციაშია, რეგულარულად ჩხრეკენ და სუფთა ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა არ აქვს.

გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, ბრეივიკს არ მოსწონს, რომ მას სხვა პატიმრებთან საკუთარი იდეოლოგიის თემაზე ლაპარაკი აკრძალული აქვს, ამას იგი როგორც სიტყვის თავისუფლების დარღვევას, ისე უყურებს.

ანდერს ბრეივიკს ბრალი 2011 წლის 22 ივლისს ოსლოში, კუნძულ უტოიაზე ორმაგი ტერაქტის მოწყობაში ედება. ტერაქტმა 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნორვეგიის სასამართლომ ტერორისტი ფსიქიურად ჯანმრთელად ცნო და მას 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სპეციალურად ბრეივიკისთვის განსაკუთრებით დაცულ ციხეში სამი ოთახი აღიჭურვა, თითოეული რვა კვადრატული მეტრის. რომელთაგან ერთ-ერთში საძინებელია, მეორეში- კაბინეტი, ხოლო მესამეში - სპორტდარბაზი.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ