"მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს, შუადღისას, აუზზე წასვლამდე"

 "მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს, შუადღისას, აუზზე წასვლამდე"

რა სახის გადაჯგუფებები იგეგმება პარლამენტში და მიიღებს თუ არა "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას, ვინ ახორციელებს უმცირესობის წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და რატომ დაკითხა პროკურატურამ - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- "ქართული ოცნების" მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი თავიდანვე არასწორი იყო, რადგან მათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ. ჩანს, იმედოვნებენ, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს ზეწოლით გადაიბარებენ.

- უმცირესობიდან უმრავლესობის ფლანგზე ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ფეიქრიშვილი, გურამ მისაბიშვილი, ნაულ ჯანაშია, რამაზ ნიკოლეიშვილი... გადავლენ - გადაჯგუფების შესახებ ინფორმაციას ადასტურებთ?

- თუ რომელიმე ჩვენი თანაგუნდელი "ნაცმოძრაობის" დატოვებას გეგმავს, ხმამაღლა უნდა განაცხადოს. პარტიაში მართლაც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმცირესობასი ყოფნა მომგებიანი პოზიცია არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, მათი რაოდენობა ცოტაა. რაც შეეხება ჩამოთვლილ დეპუტატებს, ისინი მართლაც, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს... ჯერ ვერ გაგიმხელთ, რადგან ისინი პირადად, გულახდილად მესაუბრებიან ხელისუფლების მხრიდან შექმნილი ხელოვნური პრობლემების შესახებ. თუ შევატყვე, რომ ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია, არ დავმალავ. ზეწოლა უმცირესობის წევრების უმეტეს ნაწილზე ხორციელდება. მარტვილის მაჟორიტარ ნაულ ჯანაშიას, რომლის წინააღმდეგ საკრებულოში სერიოზული სამუშაოები ხორციელდებოდა, უთხრეს, პრობლემებს მოგიგვარებთ, თუ ჩვენთან ითანამშრომლებო. არა მგონია, ნაული ამ წინადადებას დათანხმდეს. ანზორ ბოლქვაძეს, გურამ მისაბიშვილს, გიორგი ფეიქრიშვილსა და რამაზ ნიკოლეიშვილსაც ველაპარაკე. მათ ერთგულებაში დარწმუნებული ვარ, თუმცა პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს". სხვათა შორის, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობებს არეგულირებს, მხარი მეც დავუჭირე.

- ანუ კანონპროექტსაც მისცემთ ხმას?

- ამა უკვე აღარ ვაპირებ. ინიციატივა მისაღები იყო, მაგრამ გავაანალიზოთ, რა პროცესი მოყვა მას. რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ჩვენი გუნდის წევრების შეურაცხყოფისა და კვერცხების სროლის ფონზე მიმდინარეობდა. გაუგებარია, თუ ხელისუფლება მართალია, რატომ არ შედიოდა მათ ინტერესებში კანონპროექტის მშვიდ ვითარებაში განხილვა?! სერგო რატიანისგან ვიცი, რომ ოზურგეთში წესრიგის დამყარებას ერთი პოლიციელიც კი არ ცდილობდა. არადა, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ოპოზიციას ყველა პროცესში ჩართვის გარანტიას ჰპირდებოდნენ. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ შანტაჟის, დაშინებისა და დაკავების გზა კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

- დავით ბაქრაძის განცხადებას იმეორებთ, მაგრამ არ აკონკრეტებთ, რა შედეგს გულისხმობთ. პოლიტიკურ კრიზისამდე მისვლის ალბათობას უსვამთ ხაზს?

- "ოცნება" პოლიტიკური კრიზისის შიშზე დღემდე საუბრობს. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ეს დავადასტურეთ, როცა არჩევნებში დამარცხება ვაღიარეთ. უბრალოდ ვამბობ, იქნებ სჯობს, კონსტრუქციულად მოვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, რა არის უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის! დღეს, ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ბევრად რეალურად მეჩვენება, რადგან არაერთი პროექტის შეჩერების გამო, სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდა. ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ. უბრალოდ, გული მწყდება - ამ ქვეყანას ცხრა წელი ვაშენებდით.

- არც თქვენ დროს იყო უმუშევრობა დაძლეული. "ქართული ოცნება" კი, მხოლოდ ოთხი თვეა ხელისუფლებაშია.

- ჩვენ ჩავიბარეთ 900-მილიონიანი ბიუჯეტი. კოალიციას კი ცხრა მილიარდამდე გაზრდილი ბიუჯეტი გადავაბარეთ. მაინტერესებს, ხადური რამდენჯერ გაზრდის სახელმწიფო ხაზინის რესურსებს. თუ ეკონომიკური კრიზისის შესახებ ჩვენი საუბრები არარეალურად გეჩვენებათ, კი, ბატონო, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს გადახედეთ. იქნებ ისიც მე და ვანო მერაბიშვილმა დავწერეთ?!

ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ არსებული ფორმატით სასამართლოს გაუქმებაზეც, რაშიც, საბედნიეროდ, ვენეციის კომისიაც ჩაერთო. გასაგებია, რომ კოალიცას ჯერ მხოლოდ ოთხთვიანი მმართველობის გამოცდილება აქვს, მაგრამ ყველას ჰქონდა მოლოდინი, ქვეყანაში ვითარება მყისიერად შეიცვლებოდა და ეკონომიკური პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრებოდა. მსგავსი ეტაპები გავიარეთ, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით წინსვლას. ახლა კი, თუ ასე გავაგრძელებთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო საქართველო, ჩვეულებრივი, რიგითი ქვეყანა გახდება. საინტერესო იყო პოლიტპატიმართა სიაც. რატომ გაათავისუფლეს რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული პატიმრები, რომლებიც სამართლიანად იყვნენ დაკავებულები? თუ, ფიქრობენ, საქართველოში რუსული სპეცსამსახური არ მუშაობდა? თან, პოლიტპატიმართა სიაში ისეთი ადამიანები შეიყვანეს, პოლიტიკაზე ერთი სიტყვა რომ არასოდეს უთქვამთ...

- პოლიტპატიმართა ახალ სიაში, სავარაუდოდ, იგორ გიორგაძე, ლევან მამალაძე... შევლენ. მამალაძემ კი აღნიშნა, რომ მას სააკაშვილის პოლიტიკურ განეიტრალებაში დახმარებას სთხოვდით...

- თუ იგორ გიორგაძე წმინდანია და ქვეყანაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით უნდა დაბრუნდეს, კი, ბატონო, კომისიას ხელს არავინ უშლის. ამ პროცესთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

რაც შეეხება ლევან მამალაძეს, არ დავმალავ, ყოველთვის ვცდილობდი, ზურაბ ჟვანიას გუნდში არსებული დაპირისპირება გამენეიტრალებინა, რათა ერთიანი ორგანიზმის ჩამოყალიბება შეგვძლებოდა. იმასაც ვაღიარებ, რომ მაშინ ეს ვერ მოვახერხე, რადგან "ნაცმოძრაობა" ცალკე გავიდა, ჩვენ "გაერთიანებული დემოკრატები" კი - ცალკე. მე და ჩემი მეგობრები მართლაც, მივდიოდით ლევან მამალაძესთან, მაგრამ საბოლოოდ, მამალაძე არც ჩვენ შემოგვიერთდა და არც "ნაციონალებს". პირიქით, ის ყოველთვის გააფთრებული იბრძოდა, განსაკუთრებით, ჟვანიას გუნდის წინააღმდეგ.

- რა დაპირისპირების მოგვარებას ცდილობდით მამალაძის დახმარებით ჟვანია-სააკაშვილს შორის?

- საერთოდ, მაშინ ყველა დაპირისპირების წყარო შევარდნაძე იყო. ზურასთან მიშაზე საუბრობდნენ ცუდს, მიშასთან - ზურაზე. ვცდილობდით, ეს შეგვეჩერებინა და გავერთიანებულიყავით. ვერ გეტყვით, რას აკავშირებს ერთმანეთთან ლევან მამალაძე, მაგრამ გიყვებით, რაც მაშინ ხდებოდა.

- მიგაჩნიათ, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განახლებული გამოძიება ობიექტურად ჩატარდება?

- ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკმაოდ თავშეკავებულ განცხადებებს ვაკეთებდი... მოდი, დაველოდოთ, რას იტყვის გამოძიება. მასალები, რომლებსაც გავეცანი, არ მიტოვებს ეჭვს, რომ დღემდე არსებულ ოფიციალურ ვერსიას არ დავეთანხმო. ახლა მასალებთან წვდომა არ მაქვს, შესაბამისად, ვერაფერს ვამბობ. სხვათა შორის, ზურას საქმესთან დაკავშირებით მეც დამკითხეს.

- კონკრეტულად, რა საკითხზე. ჟვანიას თანაგუნდელების მისამართით, არაერთი კითხვა დაისვა. თქვენ არ დაინტერესებულხართ, რატომ იყო 7 წლის განმავლობაში საქმე დაუხურავი?

- მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს. შუადღისას, აუზზე წასვლამდე, წიგნი ვაჩვენეთ, სადაც მასზე იყო საუბარი. ზურას გვიან ღამეც ვურეკავდი - ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ვიყავით მიწვეული და რაღაც საკითხთან დაკავშირებით, მისი აზრი მაინტერესებდა. შესაბამისად, გარდაცვალების ღამეს ზურას ტელეფონზე ჩემი ტელეფონიდან განხორციელებული არაერთი ზარი დაფიქსირდა. დაკითხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო. მახსოვს, ოქრუაშვილი ითვლებოდა ზურას საქმეში მთავარ მოწმედ, თუმცა მან საკუთარი განცხადება ცოტა ხნის წინ შეცვალა. ამ საქმით ნამდვილად დაინტერესებული ვარ. დღესაც მუდმივად ვეკითხები უმრავლესობის წევრებს, რა ეტაპზეა გამოძიება. საქმის დახურვა გარკვეული გარემოებების გამო არ ხორციელდებოდა. ვიმედოვნებ, ახლა გაირკვევა ყველაფერი.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

”მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს, შუადღისას, აუზზე წასვლამდე”

რა სახის გადაჯგუფებები იგეგმება პარლამენტში და მიიღებს თუ არა ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას, ვინ ახორციელებს უმცირესობის წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და რატომ დაკითხა პროკურატურამ - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ”ქართული ოცნების” მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი თავიდანვე არასწორი იყო, რადგან მათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ. ჩანს, იმედოვნებენ, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს ზეწოლით გადაიბარებენ.

- უმცირესობიდან უმრავლესობის ფლანგზე ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ფეიქრიშვილი, გურამ მისაბიშვილი, ნაულ ჯანაშია, რამაზ ნიკოლეიშვილი... გადავლენ - გადაჯგუფების შესახებ ინფორმაციას ადასტურებთ?

- თუ რომელიმე ჩვენი თანაგუნდელი ”ნაცმოძრაობის” დატოვებას გეგმავს, ხმამაღლა უნდა განაცხადოს. პარტიაში მართლაც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმცირესობასი ყოფნა მომგებიანი პოზიცია არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, მათი რაოდენობა ცოტაა. რაც შეეხება ჩამოთვლილ დეპუტატებს, ისინი მართლაც, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს... ჯერ ვერ გაგიმხელთ, რადგან ისინი პირადად, გულახდილად მესაუბრებიან ხელისუფლების მხრიდან შექმნილი ხელოვნური პრობლემების შესახებ. თუ შევატყვე, რომ ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია, არ დავმალავ. ზეწოლა უმცირესობის წევრების უმეტეს ნაწილზე ხორციელდება. მარტვილის მაჟორიტარ ნაულ ჯანაშიას, რომლის წინააღმდეგ საკრებულოში სერიოზული სამუშაოები ხორციელდებოდა, უთხრეს, პრობლემებს მოგიგვარებთ, თუ ჩვენთან ითანამშრომლებო. არა მგონია, ნაული ამ წინადადებას დათანხმდეს. ანზორ ბოლქვაძეს, გურამ მისაბიშვილს, გიორგი ფეიქრიშვილსა და რამაზ ნიკოლეიშვილსაც ველაპარაკე. მათ ერთგულებაში დარწმუნებული ვარ, თუმცა პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა ”არასოდეს”. სხვათა შორის, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობებს არეგულირებს, მხარი მეც დავუჭირე.

- ანუ კანონპროექტსაც მისცემთ ხმას?

- ამა უკვე აღარ ვაპირებ. ინიციატივა მისაღები იყო, მაგრამ გავაანალიზოთ, რა პროცესი მოყვა მას. რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ჩვენი გუნდის წევრების შეურაცხყოფისა და კვერცხების სროლის ფონზე მიმდინარეობდა. გაუგებარია, თუ ხელისუფლება მართალია, რატომ არ შედიოდა მათ ინტერესებში კანონპროექტის მშვიდ ვითარებაში განხილვა?! სერგო რატიანისგან ვიცი, რომ ოზურგეთში წესრიგის დამყარებას ერთი პოლიციელიც კი არ ცდილობდა. არადა, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ოპოზიციას ყველა პროცესში ჩართვის გარანტიას ჰპირდებოდნენ. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ შანტაჟის, დაშინებისა და დაკავების გზა კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს.

- დავით ბაქრაძის განცხადებას იმეორებთ, მაგრამ არ აკონკრეტებთ, რა შედეგს გულისხმობთ. პოლიტიკურ კრიზისამდე მისვლის ალბათობას უსვამთ ხაზს?

- ”ოცნება” პოლიტიკური კრიზისის შიშზე დღემდე საუბრობს. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ეს დავადასტურეთ, როცა არჩევნებში დამარცხება ვაღიარეთ. უბრალოდ ვამბობ, იქნებ სჯობს, კონსტრუქციულად მოვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, რა არის უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის! დღეს, ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ბევრად რეალურად მეჩვენება, რადგან არაერთი პროექტის შეჩერების გამო, სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდა. ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ. უბრალოდ, გული მწყდება - ამ ქვეყანას ცხრა წელი ვაშენებდით.

- არც თქვენ დროს იყო უმუშევრობა დაძლეული. ”ქართული ოცნება” კი, მხოლოდ ოთხი თვეა ხელისუფლებაშია.

- ჩვენ ჩავიბარეთ 900-მილიონიანი ბიუჯეტი. კოალიციას კი ცხრა მილიარდამდე გაზრდილი ბიუჯეტი გადავაბარეთ. მაინტერესებს, ხადური რამდენჯერ გაზრდის სახელმწიფო ხაზინის რესურსებს. თუ ეკონომიკური კრიზისის შესახებ ჩვენი საუბრები არარეალურად გეჩვენებათ, კი, ბატონო, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს გადახედეთ. იქნებ ისიც მე და ვანო მერაბიშვილმა დავწერეთ?!

ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ არსებული ფორმატით სასამართლოს გაუქმებაზეც, რაშიც, საბედნიეროდ, ვენეციის კომისიაც ჩაერთო. გასაგებია, რომ კოალიცას ჯერ მხოლოდ ოთხთვიანი მმართველობის გამოცდილება აქვს, მაგრამ ყველას ჰქონდა მოლოდინი, ქვეყანაში ვითარება მყისიერად შეიცვლებოდა და ეკონომიკური პრობლემები უმოკლეს ვადებში გადაიჭრებოდა. მსგავსი ეტაპები გავიარეთ, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით წინსვლას. ახლა კი, თუ ასე გავაგრძელებთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო საქართველო, ჩვეულებრივი, რიგითი ქვეყანა გახდება. საინტერესო იყო პოლიტპატიმარტა სიაც. რატომ გაათავისუფლეს რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული პატიმრები, რომლებიც სამართლიანად იყვნენ დაკავებულები? თუ, ფიქრობენ, საქართველოში რუსული სპეცსამსახური არ მუშაობდა? თან, პოლიტპატიმართა სიაში ისეთი ადამიანები შეიყვანეს, პოლიტიკაზე ერთი სიტყვა რომ არასოდეს უთქვამთ...

- პოლიტპატიმართა ახალ სიაში, სავარაუდოდ, იგორ გიორგაძე, ლევან მამალაძე... შევლენ. მამალაძემ კი აღნიშნა, რომ მას სააკაშვილის პოლიტიკურ განეიტრალებაში დახმარებას სთხოვდით...

- თუ იგორ გიორგაძე წმინდანია და ქვეყანაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით უნდა დაბრუნდეს, კი, ბატონო, კომისიას ხელს არავინ უშლის. ამ პროცესთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

რაც შეეხება ლევან მამალაძეს, არ დავმალავ, ყოველთვის ვცდილობდი, ზურაბ ჟვანიას გუნდში არსებული დაპირისპირება გამენეიტრალებინა, რათა ერთიანი ორგანიზმის ჩამოყალიბება შეგვძლებოდა. იმასაც ვაღიარებ, რომ მაშინ ეს ვერ მოვახერხე, რადგან ”ნაცმოძრაობა” ცალკე გავიდა, ჩვენ ”გაერთიანებული დემოკრატები” კი - ცალკე. მე და ჩემი მეგობრები მართლაც, მივდიოდით ლევან მამალაძესთან, მაგრამ საბოლოოდ, მამალაძე არც ჩვენ შემოგვიერთდა და არც ”ნაციონალებს”. პირიქით, ის ყოველთვის გააფთრებული იბრძოდა, განსაკუთრებით, ჟვანიას გუნდის წინააღმდეგ.

- რა დაპირისპირების მოგვარებას ცდილობდით მამალაძის დახმარებით ჟვანია-სააკაშვილს შორის?

- საერთოდ, მაშინ ყველა დაპირისპირების წყარო შევარდნაძე იყო. ზურასთან მიშაზე საუბრობდნენ ცუდს, მიშასთან - ზურაზე. ვცდილობდით, ეს შეგვეჩერებინა და გავერთიანებულიყავით. ვერ გეტყვით, რას აკავშირებს ერთმანეთთან ლევან მამალაძე, მაგრამ გიყვებით, რაც მაშინ ხდებოდა.

- მიგაჩნიათ, რომ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განახლებული გამოძიება ობიექტურად ჩატარდება?

- ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკმაოდ თავშეკავებულ განცხადებებს ვაკეთებდი... მოდი, დაველოდოთ, რას იტყვის გამოძიება. მასალები, რომლებსაც გავეცანი, არ მიტოვებს ეჭვს, რომ დღემდე არსებულ ოფიციალურ ვერსიას არ დავეთანხმო. ახლა მასალებთან წვდომა არ მაქვს, შესაბამისად, ვერაფერს ვამბობ. სხვათა შორის, ზურას საქმესთან დაკავშირებით მეც დამკითხეს.

- კონკრეტულად, რა საკითხზე. ჟვანიას თანაგუნდელების მისამართით, არაერთი კითხვა დაისვა. თქვენ არ დაინტერესებულხართ, რატომ იყო 7 წლის განმავლობაში საქმე დაუხურავი?

- მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს. შუადღისას, აუზზე წასვლამდე, წიგნი ვაჩვენეთ, სადაც მასზე იყო საუბარი. ზურას გვიან ღამეც ვურაკავდი - ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ვიყავით მიწვეული და რაღაც საკითხთან დაკავშირებით, მისი აზრი მაინტერესებდა. შესაბამისად, გარდაცვალების ღამეს ზურას ტელეფონზე ჩემი ტელეფონიდან განხორციელებული არაერთი ზარი დაფიქსირდა. დაკითხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო. მახსოვს, ოქრუაშვილი ითვლებოდა ზურას საქმეში მთავარ მოწმედ, თუმცა მან საკუთარი განცხადება ცოტა ხნის წინ შეცვალა. ამ საქმით ნამდვილად დაინტერესებული ვარ. დღესაც მუდმივად ვეკითხები უმრავლესობის წევრებს, რა ეტაპზეა გამოძიება. საქმის დახურვა გარკვეული გარემოებების გამო არ ხორციელდებოდა. ვიმედოვნებ, ახლა გაირკვევა ყველაფერი.

რუსუდან შელია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა