კეტრინ ზეტა ჯონსი მეთ დეიმონის კოცნას ნატრობს

კეტრინ ზეტა ჯონსი მეთ დეიმონის კოცნას ნატრობს

ჰოლივუდის მსახიობის, კეტრინ ზეტა ჯონსის გულახდილმა განცხადებამ მისი გულშემატკივრები  გააოცა.

ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ქმრის, მსახიობ მაიკლ დუგლასის ძალიან შურს, რადგანაც მას საშუალება მიეცა, მეთ დეიმონისთვის ეკოცნა. ახალ ფილმში "Behind the Candelabra" მაიკლი და მეთ დეიმონი ერთმანეთს კოცნიან და როგორც ჩანს, კეტრინს დეიმონი როგორც მამაკაცი ძალიან იზიდავს.

"როდესაც მაიკლმა მითხრა, რომ სცენარის მიხედვით დეიმონისთვის უნდა ეკოცნა, ძალიან შემშურდა. მიკოცნია ანტონიო ბანდერასისთვის და ბრედ პიტისთვისაც კი, მაგრამ მეთთან ინტიმური სცენები არასდროს მქონია. ყოველთვის ღიმილს მგვრის ის პერიოდი, როდესაც პარტნიორობას ბრედ პიტი მიწევდა. ერთ დღესაც მაიკლმა მკითხა, სად მივდიოდი. ვუთხარი, ბრედ პიტთან უნდა დავწვე, მან კი სიცილით მიპასუხა, წადი გოგონიო", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება