ნინო გაჩეჩილაძე: "მერსედესი" ყველას მირჩევნია

ნინო გაჩეჩილაძე: "მერსედესი" ყველას მირჩევნია

"Sport ბილდმა" შტეფან ეფენბერგის მეგობარ გოგოზე დაწერა, მზის სხივივით მშვენიერიაო. ქართულ "ავტო ბილდს" კი იმის თქმა შეუძლია, რომ ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" შემქმნელებისთვის ნინო გაჩეჩილაძე ლალზე ძვირფასია - ამ საქმისთვის სილამაზე ხომ აუცილებელია.

ნინო ამ სერიალში კატოს როლს ასრულებს და გადაღებებზე 2000 წელს გამოშვებული "ფორდ ფოკუსით" დადის. ეს მისი პირველი საკუთარი მანქანაა, სულ პირველად კი საჭეს მამამისის "ვაზ 2109"-ზე მიუჯდა.

"ფორდ ფოკუსი" იმიტომ ავირჩიე, რომ ვიზუალურად მომწონს, ეს მანქანა ექვსი წლის წინ ვიყიდე და შვილივით შემიყვარდა. ჩემი განუყრელი მეგობარია, შევეჩვიე მის სალონსა და ძრავას ხმასაც კი, თუმცა მერე იმდენი კარგი მანქანა გამოვიდა, რომ ჩემი "ფოკუსი" მაინცდამაინც აღარ მომწონს", - გვითხრა ნინომ.

"მანქანაში სიგარეტს არ ვეწევი და არც სხვას ვრთავ ამის ნებას. თუ გამოუვალი სიტუაციაა, ფანჯრის ჩაწევას ვითხოვ", - ასეთი წესები აქვს სერიალის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს.

ნინოს საყვარელი მსახიობი ქართველთაგან ლეილა აბაშიძეა, უცხოელებიდან კი იტალიელი ჯულიეტა მაზინა მოსწონს. ფედერიკო ფელინის "კაბირიას ღამეები" თუ გინახავთ, მაზინა იქ მთავარ როლს თამაშობს. ეს ფილმი დრამაც არის და რომანტიკაც - სწორედ ისეთი, კარგი გემოვნების ჩამოყალიბებას რომ უწყობს ხელს.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება