მარიამ საჯაია - დაკითხვაზე დაბარება პოზიტიურ მოვლენად იქცა

მარიამ საჯაია - დაკითხვაზე დაბარება პოზიტიურ მოვლენად იქცა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი მარიამ საჯაია "ფეისბუქით" თბილისის მერის, გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარების თემას ეხმაურება.

"ან საბავშვო ბაღში ვართ, სადაც ბავშვის ცელქობით გაკაპასებული ბაღის გამგე ამბობს "ეს ბავშვი დასჯას იმსახურებს" ან დაკითხვაზე დაბარება პოზიტიურ მოვლენად იქცა და მაგასაც დამსახურება უნდა", - წერს საჯაია და იქვე "ტაბულა.გე"-ზე გამოქვეყნებული სტატიის ბმულს ურთავს, რომელშიც არჩილ კბილაშვილი მერის დაკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს.

შპს "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით გამოვლენილ დარღვევებზე დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ, - ამის შესახებ გადაცემა "პოლიტმეტრში" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

იხილეთ ასევე: "გიგი უგულავას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაკითხავენ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს