ოზურგეთში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთში, სამთო ქიმიის ქუჩაზე მდებარე #8 საერთო საცხოვრებელი სახლის #4 სართულს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიწვა.

"2013 წლის 1 თებერვალს, 23 საათსა და 45 წუთზე შემოვიდა შეტყობინება. როცა მივედით, უკვე იწვოდა მთლიანი ბინა მეოთხე სართულზე, რომელიც ხუტა მგალობლიშვილს ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ დასახმარებლად კიდევ ორი მანქანის დამატება დაგვჭირდა, ვერც ბინის და ვერც ადამიანის გადარჩენა მოვახერხეთ", - განაცხადა ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ზედამხედველობის სპეციალისტმა ანზორ მალაზონიამ.

აღნიშნულ საქმეზე მოკვლევას შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა