ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს პროკურატურაში უჩივიან

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს პროკურატურაში უჩივიან

ოზურგეთის # 1 საჯარო სკოლის ეზოში ნახევრადდანგრეულ, ისტორიული მნიშვნელობის შენობის დაშლა,  წინასაარჩევნოდ დაიწყეს. სკოლის პედაგოგებისა და კურსდამთავრებულების თქმით, შენობაში განთავსებული იყო მუზეუმი. "ეს იყო გურიაში პირველი ვაჟთა სკოლა, სადაც ინახებოდა ისტორიული ექსპონატები", - აცხადებდნენ პედაგოგები.

1 თებერვალს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონული პროკურორს კახა კოჩივარს მარინე სუნგულიამ განცხადებით მიმართა, რომელშიც თანმიმდევრულად აღწერა მოვლენები, როგორ დაიგეგმა და შესრულდა მუზეუმის შენობის დემონტაჟი. მასში ნათქვამია, რომ დემონტაჟის გადაწყვეტილება დირექტორთან, მაია თავართქილაძესთან ერთად მხოლოდ #1 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ მიიღო. ამასთან, არსებობს 2008 წლის 16 აპრილით დათარიღებული შემოწმების აქტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული, სადაც დასკვნის სახით წერია, რომ აღნიშნული სკოლის შენობის ექსპლუატაცია უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილი არ არის.

სრული ვერისია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა