13 წლის ბავშვის ძიძა პითონია

13 წლის ბავშვის ძიძა პითონია

ჩინეთის ქალაქ დუნგუანში მცხოვრები 13 წლის აზეს ძიძა გიგანტური ზომის პითონია.

ბიჭუნას მშობლები სამსახურში მშვიდად მიდიან და ბავშვს სახლში მარტო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გველთან ტოვებენ. 13 წლის ბავშვს 5 მეტრი სიგრძის პითონთან ერთად სძინავს, ჭამს და თამაშობს.

"ჩემი ძიძა ძალიან საყვარელია და ჩემს მიმართ ყოველთვის ყურადღებიანია. თამაშის დროს ტანზე მჭიდროდ არასდროს მეხვევა", - ამბობს ბავშვი.

მამამ სახლში პითონის კვერცხი აზეს დაბადებამდე 6 წლით ადრე მიიტანა. სულ მალე კვერცხიდან გველი გამოიჩეკა და პითონი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

"პითონი პირველივე დღიდან ძალიან შემიყვარდა. როცა ჩემი შვილი გაჩნდა, შემეშინდა, არ ვიცოდი როგორ შეეწყობოდა ქვეწარმავალი ოჯახის ახალ წევრს. მალევე დავრწმუნდით, რომ გველი ჩემს ვაჟს არაფერს ავნებდა. თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგანაც ვიცი, რომ ბავშვი სახლში მარტო არაა", - ამბობს ბიჭის მამა, ჩანი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს