ლია მიშელმა სერიალში ნამდვილი სიყვარული იპოვა

ლია მიშელმა სერიალში ნამდვილი სიყვარული იპოვა

ცნობილი სერიალის "კლუბის" ვარსკვლავი ლია მიშელი ცოტა ხნის წინ კოსმეტიკური ბრენდის L"Oreal Paris-ის ახალი სახე გახდა. ახალგაზრდა მსახიობის კარიერაში ეს კიდევ ერთი წარმატებული და აღსანიშნავი ნაბიჯია.

"ჩემთვის დიდი პატივია "ლორეალის" ოჯახის წევრობა, - ამბობს ლია, - ამ მარკის ფანი ვარ და ახლა მის ნაწილადაც ვიქეცი".

ყოველთვის ხალისიანმა და მოღიმარმა ლიამ 26 წლის ასაკში ბევრს მიაღწია. პოპულარულია, აღიარებული კინოსა და თეატრის კრიტიკოსებს შორის და მსოფლიოს წამყვანი ბრენდები სთავაზობენ თანამშრომლობას. გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს "მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების" სიაშიც მოხვდა, ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგებშიც ასახელებენ და "ვიქტორიას სიქრეტის" მფლობელთა მიერ შედგენილ სიაში ყველაზე სექსუალური ღიმილის მფლობელადაც მოიხსენიეს.

პოპულარობა მას სერიალმა "კლუბმა" მოუტანა, რომელშიც სკოლის გუნდის სოლისტი გოგონას, რეიჩელ ბერის როლი ითამაშა. გადაღებები 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქამდე ლია ბროდვეის დადგმებში მონაწილეობდა, რის გამოც რამდენიმე პროფესიულ პრემიაზე იყო ნომინირებული.

ლია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბრონქსშია დაბადებული, ედიტ და მარკ სარფატების ოჯახში. დედამისი იტალიური წარმოშობის ამერიკელია, მამას კი ებრაული ფესვები აქვს. ხელოვნების უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სცენაზე გამოსვლა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც ხელოვნების ფაკულტეტი დაასრულა და მას მერე სცენას მიუძღვნა თავი.

გარდა მსახიობობისა, შესანიშნავად მღერის, რამაც ძალიან შეუწყო ხელი წარმატებულ კარიერაში. ჯერ კიდევ რვა წლიდან მონაწილეობდა თეატრალურ მიუზიკლებში და საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. სერიალში მოხვედრაც ბევრწილად ამ გამოცდილების დამსახურებაა.

"კლუბში" განსახიერებული როლისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო, არაერთხელ დაუსახელებიათ საუკეთესო მსახიობად კომედიურ სერიალში შესრულებული როლისთვის.

გარდა ამისა, სერიალმა მის პირად ცხოვრებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. "კლუბში" გაიცნო პარტნიორი კორი მონტეიტი, რომელსაც 2012 წლის იანვრიდან ხვდება.

"უკვე არც მახსოვს ის დრო, როცა კორი არ იყო ჩემი შეყვარებული. მასზე უკეთ არავინ მიცნობს. ისეთი განცდა მაქვს, რომ საოცარი საყრდენი გამიჩნდა, რომელიც მაძლევს საშუალებას, მეტ სიმაღლეზე გადავხტე და სვლა განვაგრძო. პირველად ცხოვრებაში თავს ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ", - აღიარებს ლია.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება