ბარ რაფაელი შეუხედავ ბიჭებზე გადავიდა

ბარ რაფაელი შეუხედავ ბიჭებზე გადავიდა

ებრაული წარმოშობის მოდელ ბარ რაფაელის ძირითადად საცვლების რეკლამებში იღებენ, თუმცა, დიდი თანხის სანაცვლოდ მზადაა ყველაფერი გააკეთოს - ვნებიანად აკოცოს მსუქან, უშნო ბიჭს, რომელმაც გოგონებს შესაძლოა, ზიზღი მოჰგვაროს. რაფაელი სკანდალურ კლიპში გადაიღეს, სადაც მოდელი ისე სექსუალურად კოცნის ლოყაწითელ ბიჭს, რომ სარეკლამო რგოლი შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს.

ბარ რაფაელი რეკლამაში ამერიკელ მსახიობ ჯესი ჰეიმანთან ერთად გადაიღეს, რომელიც მსუქან "ჭკუის კოლოფს" განასახიერებს. სარეკლამო რგოლი პროექტ Go Daddy Super Bowl-ისთვის შეიქმნა.

"ამ კოცნას ვერასდროს დაივიწყებთ", - ნათქვამია ანონსში. მსოფლიოს უმსხვილესი დომენების რეგისტრატორისა და ჰოსტინგ-პროვაიდერის - Go Daddy-ის რეკლამაში გადასაღებად ავტორებმა ცნობილი მრბოლელი დანიკა პატრიკიც მიიწვიეს - მან წამყვანის როლი შეითავსა. დანიკა Go Daddy-ს ორ მხარეს წარადგენს: ბარ რაფაელის სექსუალურ სილამაზესა და "ჭკუის კოლოფა" ჯესის. რის შემდეგაც წყვილი ერთმანეთს კოცნის. სარეკლამო სლოგანი ასე ჟღერს: "როდესაც სექსუალურობა და ჭკუა ერთმანეთს ხვდება, შენი მცირე ბიზნესი იზრდება".

რაფაელი  გულწრფელად თამაშობს. რაც შეეხება ჯესის, მისი სიხარული აშკარაა: რომ არა სარეკლამო რგოლი, ვერასოდეს მიეცემოდა შესაძლებლობა, პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალისთვის ეკოცნა.

მომზადებულია gq.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება