"სოფლის მხარდაჭერის პროგრამას" ჩოხატაურის სოფლებში ჩოხატაურის პროკურორის სიმამრი ახორციელებდა

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამას" ჩოხატაურის სოფლებში ჩოხატაურის პროკურორის სიმამრი ახორციელებდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში სოფლის პროგრამის ფარგლებში გახორციელებული სამუშაოების უმეტესობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ინდმეწარმე ჟორა თავაძის მიერ არის შესრულებული. ამავე პიროვნების მიერ შესრულდა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები სოფელ სამებაშიც, რომელიც ამაღლების თემში შედის. ჟორა თავაძე ჩოხატაურის პროკურორის, დავით შვანგირაძის სიმამრია და როგორც ოფიციალური დოკუმენტები მოწმობენ, ბოლო წლებში, პროექტების უმრავლესობას სხვადასხვა სოფლებში სწორედ ის ასრულებდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფლის პრიორიტეტის დაგეგმვისას ხელისუფლებას ყოველთვის თავისი გაჰქონდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აზრი გადამწყვეტი არ იყო.

"რა უგავს ამ სოფელს გაკეთებულის? შეკეთებულიც კი არაფერია. ყველა შენობა, რომელიც ერთ დროს ამ სოფლის სიამაყეს წარმოადგენდა, დანგრევის პირასაა. გზა ჩვენ არ გვივარგა, სამსახურები ჩვენ არ გვაქვს", - დასძენენ სოფელში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა