წყალმომარაგების კომპანიის კახეთის მენეჯერმა თანამდებობა დატოვა

წყალმომარაგების კომპანიის კახეთის მენეჯერმა თანამდებობა დატოვა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონულმა მენეჯერმა ფარნა მაყაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მაყაშვილი აცხადებს, გადაწყვეტილება შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. ის წინასაარჩევნოდ აქტიურად იყო ჩართული "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში.

"სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 1 თებერვალს დავწერე. არჩევნების შემდეგ ამ თანამდებობის დაკავება ძალიან ბევრ ადამიანს სურდა.  როდესაც მსურველი ძალიან ბევრია და ყველანაირად ცდილობენ, თავის მიზანს მიაღწიონ, დღეს ამის განსახორციელებლად ყველანაირი პირობა გააჩნიათ. არჩევნების შემდეგ, მე, რა თქმა უნდა, არ ვიყავი სასურველი კანდიდატი. ეს არ ეხება ჩემს ახალ ხელმძღვანელობას. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიც ვარ და ჩემს საქმიანობას იქ გავაგრძელებ", - აღნიშნა ფარნა მაყაშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა