სინტია ნიქსონმა მომხიბვლელობა დაკარგა

სინტია ნიქსონმა მომხიბვლელობა დაკარგა

პოპულარულმა სერიალმა "სექსი დიდ ქალაქში" ცნობილი საგის მონაწილე მსახიობები ნამდვილ ვარსკვლავებად აქცია. სარა ჯესიკა პარკერმა, კიმ კეტროლმა, კრისტინ დევისმა და სინტია ნიქსონმა ფილმის გამოსვლიდან მალევე სექს-სიმბოლოებისა და ყველაზე მომხიბლველი ნიუ-იორკელების სტატუსები მოიპოვეს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ფოტოები, რომლებიც ამ დღეებში პაპარაცებმა ერთ-ერთ სექს-სიმბოლოს, სინტია ნიქსონს გადაუღეს. მაღაზიასთან მდგომ ასაკოვან ქალბატონში ჟღალთმიანი მირანდას ამოცნობა თითქმის შეუძლებელია.

46 წლის მსახიობი ბოლო დროს სულ მოეშვა და მთელი ხიბლი დაკარგა. შესაძლოა, ამის მიზეზი სინტიას ბოლო როლია, მან სცენაზე კიბოთი დაავადებული მომაკვდავი ქალი განასახიერა. სინტია მთავარ როლს ასრულებს თეატრალურ წარმოდგენაში, რომელიც პიესა "მახვილგონიერების" მიხედვით დაიდგა. სცენარის მიხედვით, სინტია უკურნებელი სენით შეპყრობილი ლიტერატურათმცოდნეა, რომელიც სიმამაცეს იჩენს და საკუთარ სენს ბრძოლას უცხადებს. მსახიობმა როლისთვის თავიც გადაიპარსა.

ნიქსონი ბევრ დროს ხარჯავს ასევე შვილების მოვლაზე. 2009 წელს სინტიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ლესბოსელია და მეგობარ ქალზე, კრისტინ მარნიონზე დაინიშნა. მარნიონის გაცნობამდე ნიქსონი 15 წლის განმავლობაში სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა ფოტოგრაფ დენი მოზესთან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

კრისტინთან შეხვედრამ სინტიას ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. 2004 წელს მან ოჯახი მიატოვა და საყვარელ ქალთან გადავიდა საცხოვრებლად. 2011 წლის თებერვალში კრისტინმა ვაჟი, მაქს ელინგტონ ნიქსონ-მარინონი გააჩინა. 2012 წლის 27 მაისს ქალებმა იქორწინეს. ქორწილი ნიუ-იორკის შტატში გაიმართა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ცოტა ხნის წინ დააკანონეს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება