აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე მესამე სექტორთან თანამშრომლობით უკმაყოფილოა

აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე მესამე სექტორთან თანამშრომლობით უკმაყოფილოა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რეგიონში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ავთანდილ ბერიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არასამთავრობო ორგანიზაციები ამ შეხვედრებისადმი (იგულისხმება უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობოების ტრადიციული შეხვედრები, რომელიც ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაამკვიდრა) იჩენენ ნაკლებ ყურადღებას. თუ პირველსა და მეორე შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო არანაკლებ 10 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, ძირითადად, მათი ხელმძღვანელების სახით და ეს იყო სხვადასხვა მიმართულების არასამთავრობოები, მაგალითად ექპერტები, იურისტები, ეკონომისტები და ა.შ. ამ შეხვედრაზე მხოლოდ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი - "დემოკრატიის ინსტიტუტი" და "სამართლიანი არჩევნები". კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ მზად ვართ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის", - ამბობს ბერიძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა