2012 წელს მცხეთა-მთიანეთში პრემიებზე 351 859 ლარი დაიხარჯა

2012 წელს მცხეთა-მთიანეთში პრემიებზე 351 859 ლარი დაიხარჯა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ ადამიანებზე და თანამდებობის პირებზე, გასულ წელს, პრემიის სახით 351 859 ლარი გაიცა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, პრემიებზე ყველაზე მეტი თანხა 184 374 ლარი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დახარჯა.

მცხეთის ყოფილმა გამგებელმა თეიმურაზ აბაშიძემ 2 360 ლარიანი პრემია, სამჯერ - მარტში, ივნისსა და ოქტომბერში გამოიწერა. მისმა ორმა მოადგილემ პრემიის სახით 1 800- 1800 ლარი, მესამე მოადგილემ - 2 700 ლარი, კიდევ ერთმა მოადგილემ კი 1 350 ლარი მიიღო. 57 510 ლარი მიიღო დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 36-მა თანამშრომელმა. აქედან, ყოფილმა გამგებელმა ვლადიმერ ბადაგაძემ 590 ლარი მიიღო.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა