თინა ხიდაშელი - პრესკონფერენციაზე ვინმეს თუ პრეტენზია აქვს, კითხვები არ დამასმევინესო, ან ძალიან უსინდისოა, ან უბრალოდ ყრუ

თინა ხიდაშელი - პრესკონფერენციაზე ვინმეს თუ პრეტენზია აქვს, კითხვები არ დამასმევინესო, ან ძალიან უსინდისოა, ან უბრალოდ ყრუ

საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების დაშვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოთქმულ საყვედურებს ეხმაურება.

"არ შევდივარ შინაარსში. მაგრამ ამ პრესკონფერენციაზე ვინმეს, თუ პრეტენზია აქვს კითხვები არ დამასმევინესო, ან ძალიან უსინდისოა ან უბრალოდ ყრუ :(", - წერს უმრავლესობის წევრი.

ხიდაშელის პოსტს საყვედურების ავტორი რამდენიმე ჟურნალისტი გამოეხმაურა:

"ჩვენ, "გურიის მოამბე" საერთოდ არ მიგვიწვიეს, ქალბატონო თინათინ, და ეს ხდება მიზანმიმართულად" - ვლადიმერ მენაბდე

"ტაბულას" და "ლიბერალის" ჟურნალისტები არ ჩასვეს სიაშიო. რეგიონული მედიაც იმასვე ამბობს, რომ კითხვა ვერ დასვეს. ჰოდა, პრეს-კონფერენციების ჩატარება ისწავლება საგნად და გაუშვით ვინმე, ვინც პრესკონფერენციის დინამიკას უკეთ გამართვას" - ნინო დანელია

"ლიბერალს" არ მიეცა კითხვის დასმის საშუალება. იმედია, შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოსწორდება" - ნინო ბეკიშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს