ვიქტორია ბექჰემის გახვრეტილი ტუჩი ”საუკუნის კატასტროფად” აღიარეს

ვიქტორია ბექჰემის გახვრეტილი ტუჩი ”საუკუნის კატასტროფად” აღიარეს

ცნობილი დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი უკვე რამდენიმე წელია მოდის სამყარომ აღიარა, თუმცა საზოგადოებას ვიქტორიას "შავბნელი წარსული" ჯერ არ დავიწყებია.

ვიქტორიას პირსინგიანი ტუჩი, რომლითაც ვარსკვლავი საზოგადოების წინაშე 2001 წელს წარსდგა, მოდის სამყაროში საუკუნის ყველაზე დიდ კატასტროფად აღიარეს.

ვიქტორიას არც მისი მეუღლე ჩამორჩა. დევიდის ჩაწნული თმები, რომლითაც სპორტსმენი 2003 წელს გამოჩნდა, ყველაზე "ანტიმოდურ" სიაში მე-2 ადგილზე გავიდა.

"არ ვიცი, რაზე ფიქრობდა დევიდი, როდესაც ამ ვარცხნილობას იკეთებდა. ალბათ, ახლა, როდესაც იმ ფოტოებს უყურებს, ძალიან ნანობს", - განაცხადა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

ლიდერთა სამეულს ლედი გაგას ხორცისგან შექმნილი კაბა ასრულებს, რომელიც ეპატაჟურ მომღერალს 2010 წელს VMA-ს დაჯილდოებაზე ეცვა. ამ კაბამ მოდის კრიტიკოსების გარდა, აღშფოთება ცხოველთა უფლებების დამცველ საზოგადოებაშიც გამოიწვია.

მეოთხე ადგილას კიმ კარდაშიანი გავიდა. ის "მოდის კატასტროფათა" სიაში რომელიმე კონკრეტული სამოსით არ შესულა. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ კიმს რაც აცვია, ყველაფერი უგემოვნოა.

ასეთივე აზრი აქვთ მოდის კრიტიკოსებსა და გამოკითხულებს მომღერალ ნიკი მინაჟზეც.

სიაში ანჯელინა ჯოლიც მოხვდა. გამოკითხულთა 5% მიიჩნევს, რომ შავი ღრმა ჭრილით გაფორმებული კაბა, რომელიც მსახიობს "ოსკარის" დაჯილდოებაზე ეცვა, ნამდვილი საშინელება იყო.

სიაში მოხვდნენ ტულისა, კეტი პერი და კენი ვესტიც.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება