მონიკა ბელუჩი: "ქმრის საქმეებში არ ვერევი!"

მონიკა ბელუჩი: "ქმრის საქმეებში არ ვერევი!"

46 წლის მონიკა ბელუჩიმ ისევ გაიხადა და ჟურნალისთვის გადაღებულ ფოტოებში კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი უნაკლო სხეული. გარდა ამისა, მსახიობმა გულახდილ ინტერვიუზეც არ თქვა უარი და ისაუბრა ქმართან, ვენსან კასელთან ურთიერთობაზე და სამომავლო გეგმებზე.

იტალიელი მონიკა ბელუჩი და ფრანგი ვენსან კასელი უკვე 11 წელია ერთად არიან. ამ ხნის განმავლობაში წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა, თუმცა მათი ოჯახი ტრადიციულ ოჯახს ვერ დაემსგავსა - მონიკა ძირითადად რომშია და საფრანგეთში დადის ხოლმე, ვენსანი კი ძირითადად პარიზშია.

- მე არასდროს ვერევი ვენსანის საქმეებში. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ და საერთო მეგობრებიც კი არ გვყავს.

მონიკამ და ვენსანმა 1996 წელს გაიცნეს ერთმანეთი ფილმ "ბინის" გადაღებებზე. მოგვიანებით მონიკა ამბობდა: "არავითარ ნაპერწკალს არ გაუვლია ჩვენ შორის. ეს არ იყო ერთი ნახვით სიყვარული. პირიქითაც კი, ვენსანი რომ დავინახე, გავიფიქრე: "ღმერთო, რა აუტანელია". თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ცეცხლოვან იტალიელსა და მოსიყვარულე ფრანგს შორის ურთიერთობები დალაგდა და რომანიც გაჩაღდა.

- ჩვენი რომანის დასაწყისში ვენსანს პირობა წავუყენე: თითოეულს გვექნება საკუთარი ცხოვრება და არ ღირს ერთმანეთის საზღვრების დარღვევა.

ვენსანი სამი წელი ეხვეწებოდა, რომ ცოლად გაჰყოლოდა. ალბათ მონიკა კიდევ დიდხანს არ დათანხმდებოდა, ვენსანი რომ ავტოკატასტროფაში არ მოყოლილიყო.

- არასდროს არ ვიყავი შეპყრობილი გათხოვების სურვილით. დიდი სახლი, სადაც საღამოს ყველა ბრუნდება, ტელევიზორის წინ იკრიბებიან, ვახშმობენ და იძინებენ - ეს ყველაფერი ნაკლებად მხიბლავს. რუტინა ვნებას კლავს. მე და ვენსანი თუ ერთმანეთს თავს მოვაბეზრებთ, საკმარისია, უბრალოდ, ბილეთი ვიყიდოთ და სადმე გავფრინდეთ. იმის გამო, რომ მე და ვენსანი დიდხანს ვერ ვხედავთ ერთმანეთს, ვერ ვასწრებთ ჩხუბს! ჩემთვის თავისუფლების შენარჩუნება ერთადერთი საშუალებაა, რომ მიყვარდეს. ჩვენ არავინ გვეკუთვნის: არც ჩვენი ქმრები და არც შვილები. უბრალოდ, შეგვიძლია რაღაც გავუნაწილოთ იმ ადამიანებს, ვინც გვიყვარს.

როგორც ჩანს, ორი შვილის გაჩენამაც არ "შეზარდა" ერთმანეთს ეს წყვილი. თუმცა, როგორც მონიკამ აღიარა, სამომავლო გეგმებში ბრაზილიაში გადაბარგება აქვთ - საცხოვრებლად გადადიან და იქნებ მაშინ მაინც მოეწონოს მონიკას "ოჯახური რუტინა".

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა იეჭვეს, რომ წყვილის გადასახლება, სავარაუდოდ, საფრანგეთში "მდიდრებზე" შემოღებულ გადასახადს მოჰყვა, მაგრამ მსახიობი ირწმუნება, რომ ეს ამასთან არანაირად არ არის დაკავშირებული.

- იქ სახლი ვიყიდეთ. ჩემი სახლი პლაჟთან ახლოს არის, ის ზღვის ენერგიას იწოვს. მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას არის პრობლემები, მაგრამ მისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა გქონდეს.

vaniti fair

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება