დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, რომ ორანგუტანგის შვილი არ არის

დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, რომ ორანგუტანგის შვილი არ არის

დონალდ ტრამპმა საკმაოდ უცნაური სანაძლეო მოიგო და ახლა კუთვნილი 5 მლნ დოლარის მიღებას სასამართლოს ძალით ცდილობს.

ჯეი ლენოს შოუში ტელეწამყვანი ბილ მაიერი დონალდ ტრამპს 5 მლნ დოლარს შეპირდა იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენი დაბადების მოწმობით დაამტკიცებდა, რომ ის არ არის ”დედამისისა და ორანგუტანგის სექსუალური კავშირის” ნაყოფი.

ვარსკვლავებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ორივეს ნაძლევის შედეგების გამოვლენის შემდეგ, მიცემული სიტყვის შესრულებას ავალდებულებდა, თუმცა ახლა ბილი უარს ამბობს თანხის გადახდაზე.

ტელეწამყვანის თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, მაგრამ დონალდ ტრამპი მას არ ეთანხმება. მილიარდერი თვლის, რომ არ შეიძლება ხელიდან გაუშვა შანსი და იშოვო ფული თუნდაც ასეთი სულელური ხუმრობის ხარჯზე.

სარჩელში, რომელიც ტრამპმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა, ნათქვამია, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი მამა ადამიანია.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება